logo
ENG



გახარია სოც. დახმარებებზე: ფულის მიცემა ამ კვირიდან დაიწყება

27 მაი 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებზე ფულადი კომპენსაციების გაცემა მიმდინარე კვირაში დაიწყება. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ მოქალაქეები, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარადგენენ, კომპენსაციის მიღმა არ დარჩებიან.

„არ იყო ეს მარტივი, მაგრამ სისტემა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. წინასწარ გეტყვით, რომ რეალური გაცემები, ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და მე ზუსტად ჩამოვთვლი რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების რაოდენობით. ჩვენ არასოდეს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან 1 აპრილს, ან 1 მაისს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა 20 მაისის შემდგომ. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით. არ მინდა აქ სპეკულაციების კორიდორი დავტოვო და ვიმეორებ, ყველა ადამიანი, ვისაც ეს საჭიროება და დასაბუთება ექნება, ამ დახმარებას მიიღებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა