logo
ENG



გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

16 აპრ 202512:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/16/dgb1grgmz04zbfk.png

სასამართლომ გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს, გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ის 31 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიცია გელა ხასაიას გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც მან უარი თქვა.

ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული.


close დახურვა