რომში გამართულ ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა. პეტრიაშვილმა ფინალში 11:0 პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა.
რომში დასრულებულ ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოუპოვეს. რაც შეეხება ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეებს, მათ ანგარიშზე ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.