logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

18 აპრ 202308:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/18/oficvs9lmi72ant.jpg
Sergei Supinsky/AFP via Getty Images

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ორშაბათს, 17 აპრილს უკრაინელმა მებრძოლებმა 5 მიმართულებით ოკუპანტების 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბი წერს, რომ რუსები დიდ ზარალს განიცდიან, თუმცა ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე აგრძელებენ - კერძოდ, ინტენსიურად უტევენ კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტისა და ავდიივკასა მიმართულებებს. მათი განცხადებით, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან.

ამასთან, უწყების ცნობით, ორშაბათს ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - თავს დაესხნენ დასახლებული ტერიტორიების სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. მათი თქმით, არიან დაჭრილები მშვიდობიანი მოქალაქეებშიც.


close დახურვა