გამოცემა Reuters-ის ცნობით, გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 12 მილიარდ ევროს გამოყოფს.
გამოცემა იუწყება, რომ დამატებითი დაფინანსება 3,2 მილიარდ ევროს მოიცავს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რაც ჯამში 8,8 მილიარდ ევროს შეადგენს.
"ამ თანხით უკრაინა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას შეძლებს. მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება", - ამის შესახებ გერმანიის სამთავრობო კოალიციის სამმა პოლიტიკოსმა ერთობლივ განცხადებაში თქვა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერად 14,2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, მათ შორის 3 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დახმარებისთვის.