logo
ENG



გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის EU-ში დაჩქარებულად გაწევრიანების წინააღმდეგია

11 მარ 202203:29
3 წუთის საკითხავი
 
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის EU-ში დაჩქარებულად გაწევრიანების წინააღმდეგია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ის უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების წინააღმდეგია. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ის, რაც ნამდვილად გადავწყვიტეთ", - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს ევროკავშირის სამიტის წინ, ვერსალშ.

შოლცმა, ასევე მიუთითა ასოცირების შეთანხმებაზე, რომელიც ევროკავშირმა და უკრაინამ 2017 წელს დადეს და რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

"ეს არის ის კურსი, რომელსაც ჩვენ უნდა მივყვეთ", - თქვა შოლცმა. 

გერმანიის ლიდერმა მიანიშნა, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის პირობებში, უკვე რთულია საგარეო, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ვერსალში გამოსვლისას, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე წინააღმდეგობა გამოხატა უკრაინის მოწოდების მიმართ ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებაზე.

"არ არსებობს დაჩქარებული გაწევრიანება, ასეთი რამ არ არსებობს", - თქვა მან.

ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრომა თქვა, რომ არარეალურია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან.


close დახურვა