logo
ENG



გერმანულ მოდელს, სავარაუდოდ, ოდირში გაგზავნიან

03 დეკ 201920:38
3 წუთის საკითხავი
 
04mtjzffqlwbc8m.jpg

გერმანული მოდელი ოდირში იგზავნება. ოპოზიცია  საერთაშორისო ექსპერტებს გერმანულ მოდელზე დაყრდობით შემუშავებულ საარჩევნო სისტემის პროექტს გააცნობს. ოპოზიცია ახალ რეკომენდაციებს დაელოდება. თუკი ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ან მოსაზრებები ექნება, მზად არიან გაითვალისწინონ.

ოპოზიციამ  პროცესში ჩართვა  სახალხო დამცველს სთხოვა. მხოლოდ ხელისუფლებას და ქვეყნის მთავარ ომბუდსმენს აქვს უფლება გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს. სწორედ ამიტომ გახდა ნინო ლომჯარიას პროცესში ჩართვა საჭირო.  
  
ამ პროცესების პარალელურად, არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლას ურჩევს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი გავლენიანი ორგანიზაციების დასკვნას უნდა დაელოდოს. 

უმრავლესობამ  ოპოზიცია დღეს ტყუილში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. უმრავლესობის წევრები ერთმანეთის მიყოლებით ამბობდნენ, რომ ახლა გამოჩნდა, რომ ეს არის არა გერმანული, არამედ ერთი კონკრეტული პარტიის მოდელი.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუ​შავებული კანონპროექტი ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდება. ამის შემდეგ კი სახალხო დამცველი ეუთო-ოდირს გადაუგზავნის. 

 


close დახურვა