logo
ENG



გვარამია: მოსამართლე არევაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

03 იან 202017:58
3 წუთის საკითხავი
 
ljwpnvwme4u11cz.jpg

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, გვარამიას თქმით, მოსამართლე, რომელიც მის საქმეს განიხილავდა არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მისივე თქმით მოსამართლის მთავარი მიზანია ივანიშვილის მოწინააღმდეგეები დასაჯოს.

„დღეს სასამართლო სხდომაზე მოსამართლედ წოდებულმა კაცმა, რომელიც იქ იმყოფება იმისთვის, რომ დასაჯოს სხვაგვარად მოაზროვნენი, დასაჯოს ისინი ვინც ებრძვის ბიძინა ივანიშვილს. გიორგი არევაძემ ვინც ყველაფერია მოსამართლის გარდა, გააკეთა ყველაფერი იმისათვის რომ ეჩვენებინა ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც რომ ის ეწევა არა სამართალს, არამედ სადამსჯელო ღონისძიებას. 8 პროცესი ჩანიშნა 1 თვის განმავლობაში რაც ნიშნავს კვირაში 2 პროცესის ჩანიშვნას, რაც გარდა უტყუარად იმის მტკიცებისა, რომ მოსამართლე აპირებს სასწრაფოდ ამ პროცესის დასრულებას, ნიშნავს იმას რომ ეს ტელევიზია იქნება პარალიზებული და მას არ ეყოლება ხელმძღვანელი, იმდენად რამდენადაც კვირაში ორი პროცესი თავისი მოსამზადებლიან პროცესიანად ნიშნავს იმას რომ მე არაფერი არ უნდა ვაკეთო საერთოდ. ეს სრულიად ცინიკურად იქნა პასუხგაცემული მოსამართლის მიერ და ჩემს შეპასუხებაზე მან უბრალოდ გამომაძევა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ისიც არ ვიცი შემდეგ პროცესზე დაშვებული ვიქნები თუ არა, არც ერთი ადვოკატის პრეტენზია, რომ იგი ვერ იქნებოდა კონკრეტულ რიცხვში კონკრეტულ პროცესზე მან არ გაითვალისწინა.... ეს კაცი არის შეურაცხად მდგომარეობაში, ის არ არის ნორმალური ყველაფერთან ერთად, იგი წარმოადგენს  მარიონეტს, რომელიც სრულიად შიზოიდურად გამოიყურებოდა დღეს მოსამართლის სკამზე. მე არ ვაპირებ მასთან ურთიერთობას როგორც ჩემი საქმის განმხილველ მოსამართლესთან, მე ვერ მექნება ნდობა, ის არ არის ნორმალური, მას ეტყობოდა, რომ იგი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაშიც კი, მოსამართლე არევაძე არ წარმოადგენდა ფხიზელს, მიღებული ჰქონდა კონკრეტული პრეპარატები, რათა ყოფილიყო ამგვარად გამბედავი ასეთი ტიპის საქმისთვის. დღეის მდგომარეობით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოსამართლე, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ ითვალისწინებს და არანორმალურად ეპყრობა, როგორც ბრალდებულს ასევე ადვოკატებს არ შეიძლება დაშვებული იქნეს პროცესზე“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსნებთ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსურ დირექტორის კახა დამენიასა და „ინტრმედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის პროცესი იმართება, პროკურატურა მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება

 


close დახურვა