logo
ENG



გვარამია: პოლიტიკური პროექტი, სადაც მე ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული

29 დეკ 202313:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/29/6bjuwprzepivhu7.jpg

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ახალ პოლიტიკურ პროექტში იქნება, რომელიც "ახალ ადამიანებზე იქნება დაფუძნებული". მთავარი არხის ეთერში პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას გვარამიამ აღნიშნა, რომ პარტიის შექმნას არ აპირებს.

მისივე თქმით, გრძელვადიანი ამოცანა აქვს, რომ ახალგაზრდა ადამიანებს "ქვეყნის გადაბარებაში" ხელი შეუწყოს.

"ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პროექტი, სადაც მე ვიქნები, პირველ რიგში, ეს იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული პოლიტიკური პროექტი. რამდენი სუბიექტიც არ უნდა შევიდეს, ადამიანი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს, რომ სიაში, მაგალითად, ყოველი მეორე ან ყოველი მესამე იყოს ადამიანი, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკაში, ანუ პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი არ ყოფილა...

[...] მე არავის არ ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადი არის, რომ მოდით, გავაკეთოთ ერთად. საბედნიეროდ არიან ადამიანები, ვინც იგივე განწყობაზეა და ვინც მე მეძახის, რომ მოდი გავაკეთოთ ერთად. მე ასეთი ადამიანების მესმის. მე არ ვაპირებ არავისთან ლაპარაკს, ვინც მეუბნება "მოდი ჩემთან", და მე არ აპირებ რაღაცის მოქსოვას და მერე მოხიბვლას ვიღაცების, რომ მოდით გაებით ჩემს მოქსოვილ ქსელში", - ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამია არ საუბრობს, ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა აღნიშნა, რომ ესენი არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მისივე თქმით, ამაზე მუშაობას ის თებერვლიდან დაიწყებს. 

"ჩვენ, იქნება ნამდვილად ჩვენ" - ამბობს ის. 


close დახურვა