logo
ENG



გვარამია სააკაშვილზე: შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად, ვერ დგას წესიერად ფეხზე

16 ნოე 202118:27
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია სააკაშვილზე: შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად, ვერ დგას წესიერად ფეხზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უფლებადამცველი, ნიკა გვარამია ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ მოშიმშილე სააკაშვილი "ძალიან ცუდად" არის. ჟურნალისტებთან საუბარში იგი პატიმრის მდგომარეობას აღწერს:

"რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ასეთი ფერის არ იყო. ასე სუსტადაც არ იყო. ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად, ვერ დგას წესიერად ფეხზე. საერთოდ, რამდენად სწორია, რომ ჩამოჰყავთ, არ ვიცი. მეც უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ უნდა ჩამოვიდეს, რა საქმეც არ უნდა იყოს.

მას, პრაქტიკულად აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ გადაადგილდეს. რამდენჯერმე ადგა და ჩანს, რომ ქანაობს ადამიანი, ვერ იკავებს თავს და ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ჩემი შეფასებით" - ამბობს ის. 

სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.

 


close დახურვა