logo
ENG



გვარამიას ერთი წელი ციხეში - დროება

14 მაი 202320:24
3 წუთის საკითხავი
 

16 მაისს ერთი წელი გადის მას შემდეგ რაც ჩვენი კოლეგა და მთავარი არხის დამფუძნებელი აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში, უფრო ზუსტად - ივანიშვილის ტყვეობაში იმყოფება. უკვე ერთი წელია ყველა, ქართული ოცნების და მისი ახლა უკვე შემცირებული მომხრეების გარდა შეთანხმდა, რომ ის პოლიტპატიმარია - კლასიკური პოლიტპატიმარი. იმ ბრალდებით, რა ბრალდებითაც ხელისუფლებამ კრიტიკული არხის დამფუძნებელი საკანში გამოკეტა, ხელისუფლების არაერთი სხვადასხვა დონის და შტოს წარმომადგენელი ციხეში უნდა იჯდეს. საქართველოს პრეზიდენტისთვის კი დასავლური კურსის ერთგულება მხოლოდ სიტყვები რომ არ იყოს, გვარამია დიდი ხნის შეწყალებული იქნებოდა. 212-ე საკნის დროებითი ბინადარი კი ოპტიმიზმს და ბრძოლის ჟინს ინარჩუნებს და თვლის რომ ციხეში ყოფნა ბრძოლის ნაწილია, ამ ბრძოლაში კი უმთავრესი გულშემატკივარი ოჯახი და სოფოა. სესილი ბოჭოიძე შეხვდა ნიკას მეუღლეს და ახალ ერთად მოვისმენთ იმ წერილების მცირე ნაწილის შინაარსს, რომელსაც ნიკა საკნიდან სახლში ყველაზე ახლობელ ადამიანებს უგზავნის.


close დახურვა