logo
ENG



გვარამიას უფლებადამცველი: ეს პროცესიც პოლიტიკური დევნის ნაწილია

11 თებ 202013:39
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში „მთავარი არხის“ მფლობელის ნიკა გვარამიას, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დაცვის მხარემ სხდომაზე შესავალი სიტყვა უნდა წარმოსთქვას, გარდა ამისა მათ შუამდგომლობები აქვთ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. 

როგორც გვარამიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, პროცესი არის პოლიტიკურად მოტივით წარმოებული დევნა.

„გავამახვილებთ ყურადღებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით წარმოებული დევნა. სინამდვილეში პროკურატურა ინტერესდება ისეთი საკითხებით, რომელიც საერთოდ არ შედის მის უფლებამოსილებაში. ერთადერტი მიზანი, რაც პროკურატურის მოქმედებებს აქვს, არის ის, რომ მოხდეს „მთავარი არხის“ განეიტრალება. შეუძლებელია რაიმე კონკრეტული მოლოდინები მქონდეს მარტივი მიზეზის გამო, სამწუხაროდ, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა კანონზე არაა დამოკიდებული, არამედ ყველაფერი ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
გვარამიას კიდევ ერთი უფლებადამცველი ბექა ბასიალაია კი მიიჩნევს, გვარამიას სასამართლო ბიძინა ივანიშვილის მიერ დააანონსებული დაჭერების ნაწილია.

„დღეს გასამართი პროცესი არის იმ პოლიტიკური დევნის ნაწილი, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, რომ დაჭერები დაიწყება. ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს კრიტიკულ აზრს, ივანიშვილი ვერ იტანს ორგანიზებულ ოპოზიციას“, - განაცხადა ბასიალაიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

 


close დახურვა