სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს ატოცის ტერიტორია დაატოვებინეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კი ადგილზე დღეს არ გამოჩენილან.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები აქტიურად პატრულირებენ, სოფლის მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობს და გატაცების საფრთხეს ხედავს.
„გვეშინია აბა არ გვეშინია, გაუდით ბაგა-ბუგი, ისვრიან, რას აკეთებენ რას გაიგებ. უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ თავს. კი პოლიცია აქ არის და იმედიანად ვართ, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს,“ - აცხადებს მოსახლეობა.
შეგახსენებთ, რომ ატოცში საოკუპაციო ღობის გავლების პროცესი, რუსმა ოკუპანტებმა ორი დღის წინ განაახლეს.