logo
ENG



გიგა ბოკერია ხელისუფლებას: რას აპირებთ შემდეგ ერთი თვის განმავლობაში განსხვავებულს

22 აპრ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, დღეს პარლამენტში მთავარ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. კვლავ უცნობია, მომდევნო ერთ თვის განმავლობაში რა მოხდება ან რა შეიცვლება. 

"მთავარი კითხვა, ახლა რაც უნდა დაისვას, რას უნდა დავუჭიროთ მხარი? რა წარმოგვიდგინა დღეს პრეზიდენტმა და მთავრობის ადმინისტრაციის წამომადგენელმა, რის მხარდაჭერაზეა საუბარი? იმის რასაც ორი დღის მერე გეტყვიან თქვენც? აქ ყველაფერზე იყო საუბარი, საკუთარი თავის ქება, ივანიშვილის კულტის განდიდება ასლან აბაშიძეზე მეტად, კილაძემ გამოიჩინა თავი ისევ. იყო პოზიციის ლანძღვა და გასაგებია, მაგრამ არ ყოფილა ერთადერთ რამეზე საუბარი - შემდეგი ერთი თვის განმავლობაში რა უნდა მოხდეს, ან რა აღარ უნდა მოხდეს, რატომ უნდ მოხდეს და რატომ არა",-აცხადებს გიგა ბოკერია. 

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით საქმიანობს, რასაც ადასტურებს მისი დამოკიდებულება მოსახლეობისა და რელიგიისადმი. 

"რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელმაც სამსახური დაკარგა და მშობლები ჰყავს ქალაქის მეორე ბოლოში, ორი გზა აქვს გასაკეთებელი, რადგან ბავშვებს უკან ვერ იჯენს, შემთხვევით ცოლი დაუჯდა გვერდზე და დააჯარიმეს 3 ათასი ლარით, მის გვერდით კი რელიგიური ფანატიკოსი დადის ჩვეულებრივად. ახლა საერთოდ მანქანაც აღარ ჰყავს და ამ ადამიანმა რა ქნას? როცა მას დანაზოგი უმთავრდება და არც საპენსიო დანაზოგს უბრუნებენ. სამსახური დაკარგა და მისი კონკურენტი კომპანია არ დახურულა, "სუფთა სახლის" მაგალითი რომ ავიღოთ",-აღნიშნა გიგა ბოკერიამ. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ცდილობს დროის გაწელვას, რასაც არსებული ვითარება ნათლად წარმოაჩენს. 

"თუ შეიძლება გვითხრათ გადასახადებზე რას აპირებთ, საპენსიო ხომ შავი დღისთვისაა განკუთვნილი, რატომ არ აძლევთ შანს, რომ დაიბრუნოს ხალხმა იგი?ქალბატონო სოფო კილაძეს უნდა შევეხო, საარჩევნო კამპანია არ უნდა იყოსო, იძახით, შავრაზმული თემებით სპეკულირებას ახლა მაინც რატომ ატარებთ? ახლა რომ შევიკრიბოთ რომელიმე პარტია და გაგიჟდეს, თქვას, რომ მისი ლიდერი არის რელიგიური კერპი, პარლამენტის წინ უნდა დალოცონ ის და ერთი სასმისით უნდა დალიონ ღვინო, ეს თუ დარღვევაა, მაშინ იმის მაგივრად რომ ერთად გვქონდეს გზავნილი, აქ შავრაზმულ კამპანიას რატომ ეწევით? ერთი სასმისით უნდა დავლიოთ მე და თქვენ ახლა? სირცხვილია ეს ყველაფერი. ერთდროულად ურთიერთგამომრიცხავ აზრებს როგორ ახერხებთ, რომ დააყვავოთ",-განმარტა გიგა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციას კონკრეტულ შეკითხვებზე სურს პასუხის გაგება. საზოგადოება კი სწორედ ამ პასუხების მოლოდინშია.

"საბოლოო გამოსვლაში პრეზიდენტს და მთავრობის წარმომადგენელს ვთხოვ, გვითხრათ რას აპირებთ შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმისგან განსხვავებულს, რაც აქამდე ხდებოდა? შერჩევითი აპლიკაცია კანონის, აბსურდი როცა რელიგიური მოტივით დარღვევის დაშვება შეიძლება და სხვისი არა, რატომ ზღუდავთ მანქანებს, გადასახდების დაწევაზე რას ფიქრობთ და რატომ არ წევთ საპენსიო დანაზოგს დაბლა, ხალხს რატომ არ უბრუნებთ ამ თანხას - პასუხი გაგვეცით არგუმენტირებულად",-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 


close დახურვა