logo
ENG



გიგი წერეთელი ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

27 იან 202013:01
3 წუთის საკითხავი
 
oq5zhzmqdl73t19.jpg

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს წევრმა თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დასავლელი პარტნიორების კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს და ოპოზიციისგან შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის მოდელს დათანხმდეს. წერეთელი ხელისუფლებას ოპონენტებზე პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებს.

"ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გარკვეული დრო არსებობს და არსებობს ოპოზიციაშიც მზადყოფნა იმისათვის, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით იყოს მოლაპარაკება. ამით ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს, თუ მას ვითარების ადეკვატური განცდა აქვს. სხვა შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გართულდება და სხვა არასასურველი სცენარები არავისთვის არაა მიზანშეწონილი", - ამბობს გიგი წერეთელი. 

 

 

 


close დახურვა