logo
ENG



გიორგი ბარამიძე პრეზიდენტის განდაცხადებაზე: მორიგი, მავნებლური ქოცური პოლიტიკის გამოვლინება

29 აპრ 202010:26
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალურ მოძრაობაში" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილზე, უპასუხისმგებლო და ქვეყნისთვის საზიანო უწოდეს. გიორგი ბარამიძის თქმით, სააკაშვილის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დაააყენოს. 

"გასაკვირი არ არის, რომ ზურაბიშვილი ქოცურ პიარ სტრატეგიას აგრძელებს. მათი მანვნებლური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო არ შეიძლება რამენაირად საქართველო და უკრაინა ერთმანეთს დაშორდნენ, რადგან მათ სააკაშვილი არ მოსწონთ. ვინც არ უნდა იყოს, ეს ამაზედ დამოკიდებული არ უნდა იყოს. ესაა მორიგი, მავნებლური ქოცური პოლიტიკის გამოვლინება და მორიგი მავნებლობა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ",-აცხადებს გიორგი ბარამიძე. 

შეგახსებეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის დანიშვნა ქართველი ერისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.

 


close დახურვა