logo
ENG



გიორგი გახარია: ქედს ვიხრი 9 აპრილს დაღუპული ადამიანების მიმართ

09 აპრ 202013:22
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცხრა აპრილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, სადაც ამბობს, რომ ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ტრაგედია იყო. მისი განცხადებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის გმირები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის სიცოცხლე გაწირეს.

გიორგი გახარია საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებს ახსოვდეს წარსული და ჰქონდეს ერთიანობის განცდა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილამდე საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ. 

„31 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედით და ეს იმედი განხორციელდა 9 აპრილს 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლეს ისტორიაში.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატებული სახელმწიფო. ბოლო წლები ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უფრო წარმატებული და ეფექტური უნდა იყოს. 

მინდა ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის მიმართ. ასევე თითოეულ მოქალაქეს დღეს უკვე ახალ ბრძოლაში მოვუწოდო, რომ გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.


close დახურვა