"ეს არის ძალიან ღირსეული წერილები, ასევე ღირსეული ნაბიჯები უგულავას და რურუას მხრიდან",-ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიორგი კანდელაკი გიგი უგულავასა და გიორგი რურუას ღია წერილებზე, რომელიც დღეს გავრცელდა. საუბარია ოპოზიციისადმი მიმართვაზე, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის სასურველ შედეგის მისაღებად აღარ მოითხოვონ პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
"უგულავა იყო მაკონსოლიდირებელი ლიდერი და ამიტომ დაიჭირა ივანიშვილმა. წერილი გულისხმობს იმას, მათმა დაჭერამ ვერ უნდა მიაღწიოს იმას, რისთვისაც დაიჭირეს ეს ადამიანები. პირიქით, კონსოლიდირება უნდა იყოს უფრო მჭიდრო და ივანიშვილის რეჟიმთან უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა. აღსანიშნავია ვოლსკის შეფასება, როცა ციხეში მჯდომს ეუბნება მოდი და მოგვიგეო. ალბათ იგივეს ამბობდა მერაბ კოსტავაზე, რომელიც ციხეში იჯდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის, თავად კი სხვებთან ერთად კომპარტიაში იკავებდა თანამდებობებს და მუშაობდა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. უბრალოდ თავისუფალი მედია და სოციალური ქსელი არ არსებობდა",-აღნიშნა ვოლსკიმ.