logo
ENG



გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

20 თებ 202013:38
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ის ამის მიზეზად, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს ასახელებს. მათგან ერთ-ერთი ანაკლიის პორტია. განცხადება კვირიკაშვილმა რეჟისორ გიორგი შენგელაიას გასვენებაში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

რაც შეეხება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ის ამ ფაქტს დადებითად აფასებს.

„გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები მივიჩნევ, რომ ეს ადამიანი თავისი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის მთლიანად და არა მარტო პოლიტიკისთვის, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მე მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ უბრალო მიზეზის გამო, რომ მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით. დღეს პოლიტიკაში ჩართვით არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2018 წლის 13 ივნისს გადადგა. ამის მიზეზად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოება დაასახელა.

 


close დახურვა