„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს.
თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნებისთვის, დეკანოზის ციხეში ყოფნის სანაცვლოდ, საპატრიარქოს მხარდაჭერა მოიპოვა.
მან დღეს ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართა და მსჯავრდებული დეკანოზის გათავისუფლება მოითხოვა.