logo
ENG



გიორგი რურუას შემდეგი სასამართლო პროცესი 17 თებერვალს გაიმართება

10 თებ 202017:45
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა ეთქვათ, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობის გამო ეს არ მოხერხდა. 

შემდეგი სხდომა 17 თებერვალს დაინიშნა

„ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და უწყება მაქსიმალურად ცდილობდა ინფორმაციის დამალვას. ინფორმაცია შეეხება შემდეგ - თუ როდის იქნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი დარეგისტრირებული, ასევე იმ ადამიანის მოხსენებითი ბარათი, რომელიც ამბობდა, რომ თითქოს მას აქვს ინფორმაცია, რომ რურუა იარაღს ატარებდა. პროკურატურა კატეგორიულ უარზე იყო, რომ ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა“, - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ლევან სამუშიამ. 


close დახურვა