logo
ENG



გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ამოცნობის პროცედურა გადაიდო

06 ივლ 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ამოცნობის პროცედურა გადაიდო. ფეხბურთელის მეგობარს, გუკა ამირხანაშვილს არასრულწლოვანი ბრალდებული უნდა ამოეცნო.

არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, ზ.ხ.-მ ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა ხელმოწერით დაადასტურა. ადვოკატებისთვის უცნობია, როდის ჩატარდება პროცედურა.

არასრულწლოვნის ადვოკატები აკრიტიკებენ სამართალდამცველ სტრუქტურებს - მათი თქმით, გამოძიება სინამდვილის დამტკიცებას არ ცდილობს.

„ხელწერილით დაადასტურებინა არასრულწლოვანს, რომ თანახმაა მიიღოს მონაწილეობა. ეს აბსურდის თეატრია - მე არაერთხელ მაქვს განცხადება გაკეთებული, რომ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. საგამოძიებო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმის გარდა, რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და გამოძიება წინ წავიდეს", - ამბობს გიორგი გელხაური.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, გუკა ამირხანაშვილის სამალავი არაგვის ხეობის პირზე დამწვარია - ზ.ხ.-ს ადვოკატი თავად იმყოფებოდა ადგილზე და ჯიხურის მიმდებარე ტერიტორია დამწვარი დახვდა.

გურამ ამირხანაშვილი ფეხბურთელის საქმის „ოქროს მოწმეა“ - ის გიორგი შაქარაშვილის მეგობარია, რომელიც თბილისიდან ჩასულმა ექვსმა ახალგაზრდამ დიდუბეში ჩამოიყვანა. ამირხანაშვილის პირველი ჩვენების თანახმად, მას თავისუფლება იძულებით აღუკვეთეს.

 


close დახურვა