logo
ENG



გლადკოვის თქმით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დრონი აფეთქდა - დაშავდა 2 ადამიანი

01 ივნ 202320:26
3 წუთის საკითხავი
 

ბელგოროდის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გზაზე დრონი ჩავარდა და აფეთქდა.

გლადკოვის თქმით, შედეგად 2 ადამიანი დაშავდა და ერთი მანქანა დაზიანდა.

იმავდროულად ტელეგრამ არხ Baza წერს, რომ ქალაქში სხვა ადგილასაც ჩავარდა დრონი და ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს კვამლი ქალაქის თავზე.


close დახურვა