logo
ENG



გლობალური მასშტაბით ინფექციის შემთხვევებმა 400 ათასს გადააჭარბა

25 მარ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო კოვიდ 19 ის პანდემიას ებრძვის. დაავადების გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მზარდია. გლობალური მასშტაბით ინფექციის შემთხვევებმა 400 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 20 ათასს აღწევს. 100 ათასზე მეტმა ვირუსი უკვე დაძლია. დღეს პანდემიის ეპიცენტრი საფრანგეთი და ესპანეთია, სადაც დაღუპულთა რიცხვი 3 ათას 434-სამდე გაიზარდა. დაინფიცირების შემთხვევები მატულობს შეერთებულ შტატებშიც. თუმცა დონალდ ტრამპი იმედოვნებს რომ კრიზისი აღდგომისთვის უკვე გადაივლის. 

მადრიდის კლინიკები დაინფიცირებული პაციენტებითაა სავსე. ოჩოას კლინიკაში, სადაც მხოლოდ 80 სავადმყოფისთვისაა ადგილი, 280 ინფიცირებულს მკურნალობენ. ზოგს პირდაპირ დერეფნებში. ესპანეთმა ჩინეთი ჩაანაცვლა და კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვით იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა. ვირუსმა ერთ დღეში 738 ადამიანი იმსხვერპლა და ამით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 ათს 434-ს მიაღწია. ექიმებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა უხდებათ და სამედიცინო საშუალებების მარაგიც უკვე ამოეწურათ. ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის 2 კვირით გახანგრძლივებას გეგმავს.

ანალოგიური ვითარებაა საფრანგეთში. პარიზში ახლად მოწყობილ საველე ჰოსპიტალში პირველი დაინფიცირებულები გადაიყვანეს. საფრანგეთში კოვიდ 19 ით დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს. რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი იყოს. 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა ნიდერლანდებში. დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა გერმანიაშიც. 

პანდემიასთან საბრძოლველად იტალიამ, სადაც კოვიდ 19 ით ყველაზე მეტი 6 ს 820 ადამიანი დაიღუპა, საკარანტინო რეგულაციების გამკაცრება დაიწყეს. ქალაქში ხალხის გადაადგილებას პოლიციელები დრონებით აკონტროლებენ. მას ვინც წესებს დაარღვევს 3 ათასი ევროთი დაჯარიმდება და შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდეს. 

მეორე დღეა ბრიტანეთი კარანტინშია. პანდემიის გამო მუშაობას წყვეტს პარლამენტი. ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო სამუშაოებიც წყდება. ჯანდაცვის სექტორს პანდემიასთან საბრძოლველად მოხალისეები ეხმარებიან. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსმა სამეფო ოჯახშიც შეაღწია. კოვიდ 19 ტახტის მემკვიდრეს პრინც ჩარლს დაუდგინეს, მისი მეუღლის ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო, დედოფალთან კონტაქტი კი 12 მარტს ჰქონდა, პრინცი ამჟამად თვითიზოლაციაშია და აცხადებს, რომ დედასთან შეხვედრამდე ის ჯანმრთელი იყო. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელების ახალ შესაძლო ეპიცენტრად შეერთებულ შტატებს ასახელებს. კოვიდ 19 ით გარდაცვლილთა რაოდენობა 802 ამდე გაიზარდა. დადასტურებულია დაინფიცირების 55 ათასზე მეტი შემთხვევა. ყველაზე მეტი ნიუ-იორკშია. ქალაქის მერი არ იზიარებს დონალდ ტრამპის პროგნოზს, აპრილის შუა რიცხვებისკენ კრიზისი გადაივლის და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. 


close დახურვა