logo
ENG



გლუკსმანი: არცერთ ხალხს ასე არ დაუმსახურებია EU-ში შესვლა, უკრაინა ოფიციალურად კანდიდატია

24 ივნ 202202:12
3 წუთის საკითხავი
 
გლუკსმანი: არცერთ ხალხს ასე არ დაუმსახურებია EU-ში შესვლა, უკრაინა ოფიციალურად კანდიდატია

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება. 

მისი თქმით, არ არსებობს ერი, რომელიც უკრაინაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას.

გლუკსმანის თქმით, ამიერიდან უკრაინის მომავალი შეუქცევადად ევროპულია.  

"ორი რევოლუცია და გმირული წინააღმდეგობა: არასდროს სხვა არცერთ ხალხს ასე არ დაუმსახურებია ევროკავშირში შესვლა. ამ საღამოს უკრაინა ოფიციალურად კანდიდატია. და მისი მომავალი შეუქცევადად ევროპულია.

დიდება უკრაინას!" - წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე. 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 

 

close დახურვა