logo
ENG



გოგი წულაია რიკოთის უღელტეხილზე დეზინფექციის აპარატების დაყენებას ითხოვს

29 მარ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

გოგი წულაია რიკოთის  უღელტეხილზე სპეციალური მოწყობილობების დამონტაჟებას ითხოვს,  რომლითაც ავტომობილებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე ასევე აუცილებლად მიიჩნევს ქალაქების შესასვლელებთან სპეციალისტების მობილიზებას, რომლებიც გადაადგილებისა და ქალაქებში შესვლის დროს, მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. გარდა ამისა, ის ქუთაისი შემოვლითი გზის გახსნასაც მოითხოვს. 

„რიკოთის უღელტეხილზე გვირაბში გასასვლელში დამონტაჟდეს აპარატები, მანქანებმა რომ გაიარონ დეზინფექცია. ნებისმიერი ქალაქის შემოსასვლელებში გაკეთდეს დეზინფექციის საშუალებები და გავხსნათ შემოვლითი გზა, რადგან ქუთაისში კარანტინის გამოცხადება არ იქნება ადვილი", - აცხადებს გოგი წულაია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  90 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში - კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.


close დახურვა