რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას 21-ე საუკუნეში? სხვადასხვა კუთხისთვის ეს პრობლემები სხვადასხვაგვარია. დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებში პრობლემა ნაადრევი ქორწინება და საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ნაკლები ინტეგრირებაა. შესაძლებლობები მეტია, ახლა საჭიროა ცნობიერების ამაღლება და ამ ჩაკეტილობის გარღვევა. გვინდა მხარის აქტიური მოქალაქე გაგაცნოთ, რომელიც თემში არსებულ ვითარებაზე მუდმივად ფიქრობს და ხმამაღლა საუბრობს. არზუ ჯალალოვა - სოფელ კაბალის მკვიდრია. ოჯახის თანადგომით, მან შეძლო და მეშვიდე კლასიდან, დაბრკოლებების მიუხედავად, საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ენა, რამაც განათლების მიღების და დასაქმების შესაძლებლობა მისცა. მომავალი იურისტი უკვე სტაჟირებას ერთ -ერთ უფლებადამცველ ორგანიზაციაში გადის, არის მრავალი პროექტის მონაწილე და გამარჯვებული. არზუს წარმატების გზა, როგორც კარგი მაგალითი ახლი თაობის გოგონებისთვის - დროების სიუჟეტში.
გოგონა კაბალიდან - დროება
19 თებ 202320:43
3 წუთის საკითხავი