logo
ENG



გოლეთიანი გამოძიების დაწყებაზე: ხმაური აწუხებთ, ამიტომ მოიგონეს აბსურდული ბრალდება

27 მაი 202115:31
3 წუთის საკითხავი
 
გოლეთიანი გამოძიების დაწყებაზე: ხმაური აწუხებთ, ამიტომ მოიგონეს აბსურდული ბრალდება
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი გუმათჰესთან ბრახუნის შედეგად რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება და ამბობს, რომ კანონი აქციის არც ერთ მონაწილეს არ დაურღვევია. 

როგორც გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების დაწყების მიზანი აქციის მონაწილეების დაშინებაა, რადგან, გოლეთიანის თქმით, ხელისუფლებას ის ხმაური აწუხებს, რომელსაც აქტივისტები ქმნიან. 

გოლეთიანი ამბობს, რომ დაზიანებები ხელებზე რამდენიმე მოქალაქეს აქვს. მისი

"რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელზე, შეგიძლიათ ნახოთ, ქვას არავინ არ ურტყამდა. მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულა კედლებზე ხელების ბრახუნი, მართლა მიადგათ ადამიანებს თავად დაზიანებები. ზოგადად, რკინის ჯებირი იმისთვის არსებობს, რომ მსგავს წინააღმდეგობას გაუძლოს, მისი ფუნქციაც ეს არის. როდესაც ხელს ურტყამს ადამიანი, ვერ დააზიანებს. ხმაური აწუხებთ, სინამდვილეში ეს არის ამის საფუძველი, ხმაურით წუხდებიან. ხმაური აუცილებლად გაგრძელდება, ამიტომ მოიგონეს აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს, დაზიანდა რკინის ჯებირი. ახლა, სავარაუდოდ, ორი კაცის იდენტიფიცირებას მოახდენენ, რომელმაც ხელის დარტყმით გადაღუნა 5-მილიმეტრიანი რკინის ლითონი. თუ დააკავებენ, ამით დაგვაშინებენ დანარჩენებს, რომ ხმაურით აღარ შეწუხდნენ? 

რაც უნდათ ის აღძრან. კანონს ხომ არავინ არღვევს, ადამიანმა ხელი დაარტყა რკინის ლითონზე, ეს არ არის კანონდარღვევა, თვითონ მიიღო დაზიანება, მათ შორის, იმ ხალხმა, ვინც დაარტყა ხელი, ეს ფაქტები არსებობს, აისახება დაზიანებები", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

შსს-მ გუმათჰესთან აქციის მონაწილეების მიერ ბრახუნის გამო რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მათი განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. უწყება, ასევე აცხადებს, რომ სამინისტრო დეტალურად სწავლობს ფაქტს და  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.


close დახურვა