რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო დღეს თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტოებს აქვეყნებს.
"ქართველები ჩვენთან არიან! გამოვიდნენ უკრაინის მხარდასაჭერად! ქართველები ამბობენ, რომ მათი ხელისუფლება ლაჩარია. მათ ვეთანხმები", - წერს რადას დეპუტატი.
თბილისში დღეს უკრაინის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და რუსეთის აგრესია გააპროტესტეს.