logo
ENG



გორგოძე NAEC-დან წასვლაზე: არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან

06 დეკ 202318:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/06/6r1h9fwoawkstlx.jpg
გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ ამბობს, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მიღებული. მისი თქმით, ამას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.

"აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში", - აღნიშნულია NAEC-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ფორმულას გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, გორგოძემ ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით ახსნა - ის ცენტრს პირველი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს.


close დახურვა