logo
ENG



გორის სამედიცინო ცენტრის ექიმს COVID-19 დაუდასტურდა - კლინიკამ მუშაობა შეაჩერა

30 სექ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 
etu7gjmu0o15w3t.jpg

გორის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა შეაჩერა. მიზეზი ერთი ექიმის კორონავირუსით ინფიცირებაა, რომელიც ამ კლინიკაში მუშაობდა.

კლინიკის განცხადებით, მანამ სანამ შესაბამისი სამუშაოები არ დასრულდება, მუშაობას არ განაახლებენ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ჯამში, ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 192 შეადგინა, აქედან 3 120 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

NCDC-ს ცნობით, გუშინ, 29 სექტემბერს, ქვეყანაში 8 352 PCR ტესტი ჩატარდა.


close დახურვა