logo
ENG



გოცირიძე ივანიშვილის ვიდეოზე: აღიქმებოდა, რომ ფეხებზე მკიდიხართო

21 აპრ 202022:35
3 წუთის საკითხავი
 

„ივანიშვილების ვიდეო ისე აღიქმებოდა, ფეხებზე მკიდიხართო", - ასე აფასებს რომან გოცირიძე ბიძინა და ბერა ივანიშვილების ვიდეოს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და ამ ფონზე ქვეყნის არაფორმალური მმართველის მხრიდან მსგავსი კონტენტის გაზიარება ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებს.

„მე ძალიან მაინტერესებს ხვალინდელი დღე - ხვალ მთელი უმრავლესობა ისე მიესალმება ერთმანეთს, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილის ტიკტოკშია. რასაც ბიძინა აკეთებს, იმას იმეორებენ და ეს წამახალისებელი საქციელია. ამით რის თქმა სურდა, ძნელია - მაგრამ დაახლოებით ისე აღიქმებოდა, რადგანაც ფეხები გამოიყენებოდა აქტიურად,  ანუ „ფეხებზე მკიდიხართო“. თუ ვინმე დაიქირავეს და ტროლები რომ ჰყავთ, მათი შემოთავაზებაა, მაშინ თავი დაანებონ - დიდი გულისწყრომაა ხალხში. ხალხი მშიერია და როცა ასეთი ვითარებაა, რომ მოსახლეობის ნაწილს ერთი თვე ეყოფოდა თანხა თავის გასატანად და საკვების საყიდლად. „ფორმულას“ კვლევა და მსოფლიო ბანკის სიღარიბის შესახებ კვლევა ზუსტად ემთხვეოდა ერთმანეთს - მხოლოდ 7%-ს აქვს შესაძლებლობა, ე.წ. შუა ფენას, რომ თავი გაიტანოს. როცა ამბობს ხელისუფლება, რომ არ სჯერათ კვლევები - აბა იგივე გაუბედონ მსოფლიო ბანკს - 69% არის ღარიბი. მოსახლეობის 90% დღეს გახდა ღატაკი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ ტიკტოკში ბერა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო დღეს საღამოს გამოაქვეყნა.


close დახურვა