logo
ENG



გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

08 ნოე 201914:38
3 წუთის საკითხავი
 
iqw13hdzmsezgq7.png

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. გოცირიძემ ხინკალი იქ მიიტანა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. 

„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, – ასეთი წარწერა ჰქონდა ხინკლის შეფუთვას.

შეგახსენებთ, რომ გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის კურსელები და ლექტორები დაპატიჟა სახინკლეში. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ ისინი გამოჩნდებოდნენ და დაამტკიცებდნენ, რომ ნამდვილად თადუმაძის კურსელები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არავინ გამოჩნდა, გოცირიძემ პირობის შესრულება გადაწყვიტა.


close დახურვა