logo
ENG



გრუშოვეცი: სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია, უკრაინაში მსგავსი ბრალდებით ციხეში არავინ ხვდება

24 ნოე 202112:36
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი საქართველოშია და ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ მას გორის ჰოსპიტალში შეუშვებენ. 

გრუშოვეცის თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილს შეხვდეს და განსაზღვროს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს დაცვის მხარე სამომავლოდ.

"ჩვენი აზრით, ეს არის პოლიტიკური საქმე არის, რადგან უკრაინაში მსგავსი მუხლებით და ბრალდებით ციხეში ფაქტობრივად არავინ ხვდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევხვდე მიხეილს, დაველაპარაკო და განვსაზღვროთ რას გავაკეთებთ მომავალში, რადგან არსებობს დახმარების სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ კლიენტის გარეშე რაიმე ზომის მიღება არ შეგვიძლია. ვაპირებთ, გავააქტიუროთ დაცვის ევროპული ვექტორიც, რადგან პოლიტიკური საქმეები არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიით. ასე, რომ იმედი მაქვს, შემიშვებენ ჰოსპიტალში", - თქვა ადვოკატმა. 

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს საქართველოში ჩამოსვლის მცდელობა 27 ოქტომბერსაც ჰქონდა, თუმცა ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან კიევიდან გააბრუნეს.

ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გრუშოვეცი ყვებოდა, რომ მას დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ამასთან, მესაზღვრეებს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზიც აუხსნა, თუმცა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს. 

მიხეილ სააკაშვილი გორში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.


close დახურვა