logo
ENG



გუტიერეში: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისრაელი-ჰამასის კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს

21 იან 202413:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/21/uadgib7n5f0jq5d.jpg

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გახანგრძლივება გლობალურ მშვიდობას საფრთხეს შეუქმნის.

მისი თქმით, მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ისრაელი-ჰამასის კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს.

"მე ვაგრძელებ მოწოდებას დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლების შესახებ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს", - აღნიშნა მან.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა