logo
ENG



გუტიერეში: ჰამასის მიერ ჩადენილი სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის დასჯას

09 დეკ 202313:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/09/bydutccnva7u3l4.jpg

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ჰამასის მიერ ჩადენილი სისასტიკე პალესტინელი ხალხის დასჯას ვერ გაამართლებს.

"ყველამ ვიცით, რომ ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია 7 ოქტომბერს, ჰამასისა და სხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ განხორციელებული სასტიკი ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ. უპირობოდ ვგმობ ამ თავდასხმას.

არავითარი გამართლება არ არსებობს 1200 ადამიანის, მათ შორის 33 ბავშვის განზრახ მკვლელობისთვის. ამავდროულად, ჰამასის მიერ ჩადენილი სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას", - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა