იმ დროს, როდესაც კინოთეატრ „ამირანთან“ მოვლენები დრამატულად ვითარდებოდა, თბილისის მერია საახალწლო განათებებს ამონტაჟებდა. „თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 4 ადგილზე დაიწყო. საახალწლო სამზადიის მერია დეკემბრის შუა რიცხვებში დაასრულებს.
"დაიწყო საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დედაქალაქში. საახალწლო ილუმინაციების ნაწილში იქნება ახალი საახალწლო განათებები, რომლებიც დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება ანთებული," - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა.