ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 50 პაციენტიდან ვირუსი 22-ს უფიქსირდება.
სოლოღაშვილის თქმით, ყველა პაციენტის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, მათ შორის არის 4 პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც საყურადღებოა.
"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 50 პაციენტი, აქედან 22 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. დაგვემატა ერთი 5 წლის ბავშვი, რომელიც არის შიდა სექტორიდან ანუ მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება. მისი ოჯახის წევრები არიან დაინფიცირებულები. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი პაციენტებიდან 4 არის საყურადღებო. 12 პაციენტი ელოდება ამ ეტაპისთვის კვლევაში ჩართვას და ისინი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. საყურადღებო პაციენტებთან გართულებებს არ ველოდებით, მათ აქვს შედარებით გახანგრძლივებული ორმხრივი პნევმონია და სიტუაცია მართვადია", - განაცხადა სოლოღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა.