სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დაფიქრდება, რათა მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის იყოს გასაგები.
მისივე თქმით, შეწყალების საკითხი ძალიან სენსიტიურია საზოგადოებისათვის.
"პრეზიდენტის ახალ ბრძანებულებას გაგაცნობთ, დავფიქრდები, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის იყოს გასაგები. მე მგონი, გასაგები არის, ქართულად ვლაპარაკობ. ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია საზოგადოებისთვის და მათ არ სჭირდებათ კიდევ ერთი შფოთვის მიზეზი. ამიტომ დავფიქრდები, რამდენიც საჭირო იქნება. ეს არის ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი არის ის, რომ არ არის ჩამოყალიბებული ახალი წესები და უნდა დავიწყო შესწავლა ყველა იმ საქმეების, რომლებიც არის შემოტანილი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.