logo
ENG



დაკავების ოქმი შეავსეს ისე, რომ მე იქ არ ვიყავი - აქციაზე დაკავებული ირაკლი კაჭარავა

20 ნოე 201912:16
3 წუთის საკითხავი
 
2yla1pbmwtpc62v.jpg

აქციაზე დაკავებულ 37 პირის საქმის განხილვა, დღეს საქალაქო სასამართლოში, პირველ საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ ყველა პირის საქმის განხილვა დღის  ბოლომდე უნდა დასრულდეს. როგორც ბრალდებულები ყვებიან, მათ მიმართ უსამართლო ქმედება განხორციელდა, მათ შორის სამარათალდამცველებმა დამოუკიდებლად შეავსეს ყველა ბრალდებულის ოქმი. 

"დაკავების ოქმი შეავსეს ისე, რომ მე იქ არ ვიყავი. ჩემი არც უფლებები წაუკითხავს ვინმეს, არც ოქმის შინაარსი აუხსნიათ და არც ხელის მოწერა შემოუთავაზებიათ. უბრალოდ მერე, როცა გადავხედე, ეწერა რომ უარი მითქვამს ხელის მოწერაზე. უკვე ე.წ. კაპეზეზე გადაყვანის წინ, მცხეთაში, აიღეს და ხელებში ჩამიდეს ეს ოქმი. ამით დამთავრდა მთელი პროცედურა ჩემთან დაკავშირებით",-აღნიშნავს ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი კაჭარავა. 

“ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ზურაბ მანჯგალაძე კი მიიჩნევს, რომ სახეზეა ზეწოლა და სამსახურებრივი სიყალბე.

"სახეზე გვაქვს სამსახურებრივი სიყალბე და ამის გაკეთებას პოლიციის მაღალჩინოსნები აიძულებდნენ რიგით პოლციელებს. ყველა ოქმში წერია სტანდარტულად, რომ ილანძღებოდა და პოლიციელს წინააღმდეგობას უწევდა. ეს რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება",-ამბობს მანჯგალაძე.

ოპოზიციის მტკიცებით, ყველა ბრალდებულმა კარგად იცის, რომ დღეს სასამარლო მართულია და მას ხელისუფლება მართავს. 

"გუშინ მათი ამოცანა იყო ერთი მხრივ უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება ამ ადამიანებისთვის და მეორე მხრივ გაემწარებინათ მათი ოჯახის წევრები. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ადამიანები, ვინც დღეს სიმართლსთვის იბრძვის, კარგად იცის რა ძალას ებრძვის და რა ბარიერები, მოგონილი ბრალდებები იქნება ხელისუფლების მხრიდან",- განმარტავს ზურაბ მელიქიშვილი.

შეგახსენებთ, სამართალდამცველები ბრალდებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

 


close დახურვა