დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 2,95 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.
"კარგი სიახლე კოპენჰაგენიდან. დანიამ 2,95 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი, კიდევ ერთი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლიდან 2028 წლამდეა გათვლილი. მადლობა ჩემს ძვირფას მეგობრებს და დანიელ ხალხს", - წერს Twitter-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
16 ივნისს, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს, თუკი ამ გადაწყვეტილებას ამერიკა მხარს დაუჭერს.
მანამდე, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა თქვა, რომ უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის.