logo
ENG



დანიელსონი სავარაუდოდ ისევ ჩამოვა თბილისში - ევროკავშირში საკითხს მხარი ძირითადად დაუჭირეს

22 მარ 202118:19
3 წუთის საკითხავი
 
დანიელსონი სავარაუდოდ ისევ ჩამოვა თბილისში - ევროკავშირში საკითხს მხარი ძირითადად დაუჭირეს

ევროკავშირში დიპლომატ კრისტიან დანიელსონის მისიის საქართველოში გაგრძელებას ძირითადად მხარი დაუჭირეს. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

როგორც იოზვაკი წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. ამასთან, ჯერ უცნობია როდის დაბრუნდება ევროპელი დიპლომატი საქართველოში. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. მას საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვა, თუმცა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა. როგორც მაშინ დანიელსონი ამბობდა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მომხდარიყო. 

ბოლო შეხვედრა მხარეემს შორის დანიელსონის მედიაციით, 19 მარტს შედგა, თუმცა 9-საათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

 


close დახურვა