logo
ENG



დანიის პრემიერი: გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ

18 თებ 202411:10
3 წუთის საკითხავი
clock 736
2024/02/18/qk2n4lb8b3lo59y.jpg

დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს.

ამასთან, ფრედერიკსენი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას გადასცენ, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.

"უკრაინა ახლა ითხოვს საბრძოლო მასალასა და არტილერიას. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ", - აცხადებს დანიის პრემიერი.

მანამდე, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ თქვა, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, 24 F-16 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ.


close დახურვა