logo
ENG



დანილოვი: კახოვკას ჰესის აფეთქება რუსული აგრესიის ფუნდამენტურად ახალი ეტაპია

06 ივნ 202313:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/06/oax0iv8h94y9hl0.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კახოვკას ჰესის აფეთქება რუსული აგრესიის ფუნდამენტურად ახალი ეტაპია.

"რუსების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსული აგრესიის ფუნდამენტურად ახალი ეტაპია. ამ აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს - უკრაინის განადგურება, უკრაინელების მკვლელობა.

არაფერი და არავინ, არც ერთი რუსი არ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რისი დროც დადგა", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი პროკუდინის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.


close დახურვა