logo
ENG



დანილოვი: უკრაინის არმია მზადაა კონტრშეტევისთვის

27 მაი 202314:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/27/rog6ykizoc3aqmi.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის არმია მზადაა კონტრშეტევისთვის.

"უკრაინის არმია მზადაა კონტრშეტევა დაიწყოს. დეტალებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობა რამდენიმე თვეა მუშაობს.

შეტევა შეიძლება დაიწყოს ხვალ, ზეგ ან ერთ კვირაში. ჩვენი ქვეყანა ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე დგას და ჩვენ გვესმის, რომ შეცდომის უფლება არ გვაქვს", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინის არმიის კონტრშეტევის დაწყებაზე მიუთითებს. ამასთან, მან Telegram-ზე დაწერა: "დროა, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია".


close დახურვა