logo
ENG



დარჩიაშვილი: ჩვენ მადლიერნი ვართ ევროპული საბჭოსი ამ გადაწყვეტილებისთვის

24 ივნ 202200:12
3 წუთის საკითხავი
 
დარჩიაშვილი: ჩვენ მადლიერნი ვართ ევროპული საბჭოსი ამ გადაწყვეტილებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროპულ საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ საქართველო დღეს ევროინტეგრაციის გზაზე ახალ ფაზაში გადავიდა.

დარჩიაშვილის თქმით, დაუღალავი შრომით საქართველო შეძლებს მოიპოვოს დამსახურებული ადგილი ევროკავშირში.

საგარეო საქმეთა მინისტრი. უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

„ევროპული პერსპექტივის მოცემით საქართველო გადავიდა ახალ მნიშვნელოვან ფაზაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მადლიერნი ვართ ევროპული საბჭოსი ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, დაუღალავი ძალისხმევით ჩვენ კვლავ მოვიპოვებთ ჩვენს დამსახურებულ ადგილს ევროკავშირის ოჯახში.

გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს!“ - წერს დარჩიაშვილი ტვიტერზე.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკომისიამ 17 ივნისს გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 

 

close დახურვა