logo
ENG



დაწესებული სანქციები და ხელისუფლების რიტორიკა

07 აპრ 202320:13
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამოქმედებული სანქციების შემდეგ ელჩი დეგნანი საჯაროდ ხსნის იმ ხარვეზებს, რომელიც სასამართლო სისტემას აქვს. დიპლომატი მეორე დღეა, სამთავრობო პროპაგანდასაც იგერიებს. პარლამენტის შენობაში კელი დეგნანს კიდევ ერთხელ მოუხდა იმის თქმა, რომ ტყუილია, თითქოს ამერიკა საქართველოს ომში ითრევს. ნორმალურ პირობებში, სასამართლო რეფორმა ის პირველივე ნაბიჯი იქნებოდა, რომელიც ხელისუფლებას სანქციებზე საპასუხოდ უნდა გადაედგა, ასეთია შეფასებები ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში. მაგრამ ფაქტებზე გამოძიებას ივანიშვილის გუნდი საჭიროდ არ მიიჩნევს და მოსამართლეების დასანქცირებაში თარგმანის ხარვეზებს ეძებს. პარალელურად ძლიერდება ანტიამერიკული კამპანია.


close დახურვა