logo
ENG



დეგნანი: ინფორმაცია, რაც სახდეპის ანგარიშში ხვდება შემოწმებული და გადამოწმებულია

23 მარ 202320:25
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობოდა "არაობიექტურ, უსამართლო დასკვნებს" პასუხად ამბობს, რომ ანგარიშებში გადამოწმებული ინფორმაცია ხვდება.

დეგნანის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები საკითხებზეა კონცენტრირებული და არა პოლიტიკურ პარტიებსა თუ კონკრეტულ პირებზე.

ამის შესახებ კელი დეგნანმა ახალციხეში "ამერიკული თაროს" გახსნაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე ან კონკრეტულ პირებზე და როდესაც ანგარიშში ხვდება ინფორმაცია, ის არის შემოწმებული და გადამოწმებული. ეს ანგარიშები არის კარგი საშუალება და წყარო, დავინახოთ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, ასევე რა იცვლება წლების განმავლობაში, რა უმჯობესდება“ - განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების მიზანი "საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებაა, როგორ აშენონ დემოკრატია და დაიცვან ადამიანების უფლებები".

„იმედი გვაქვს, ანგარიშები რომელსაც ყოველწლიურად ვამზადებთ დანახული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსი" - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოქვეყნა, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესებსნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, 5 ივლისს, აფგან მუხთარლის საქმეს.

 

close დახურვა