logo
ENG



დეგნანი: მთავრობამ მიიღოს დამატებითი ზომები, რათა სააკაშვილის მდგომარეობა აღარ გაუარესდეს

06 აპრ 202316:35
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: მთავრობამ მიიღოს დამატებითი ზომები, რათა სააკაშვილის მდგომარეობა აღარ გაუარესდეს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის გამო.

როგორც დეგნანმა მთავარ არხთან ინტერვიუში თქვა, ანგარიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდეს. 

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ძალიან შეშფოთებული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც აღნიშნავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ არა მხოლოდ ამერიკაში, ამაზე საუბრობენ ჩვენი ვიზიტორები კონგრესიდან, იმიტომ რომ ნებისმიერი პატიმარი, და განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტი, იმსახურებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ზრუნავს, რაც მას სჭირდება და ეს ანაგრიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდება და ნაცვლად იგი დაიწყებს გამოკეთებას და ძალების მოკრებას", - თქვა დეგნანმა. [სინქრონული თარგმანი]

"კახექსიის მე-4 სტადია, კუნთების განლევა" - რა წერია სახლახო დამცველის კონსილიუმის ანგარიშში მიხეილ სააკაშვილზე


close დახურვა