logo
ENG



დეგნანი: მივესალმებით შეწყალებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლარიზაციის შემცირებისკენ

23 ივნ 202311:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

დეგნანის თქმით, გვარამიას შეწყალება "მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ".

"შეერთებული შტატები მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს საქმე დასაწყისშივე იყო პრობლემატური და დაემატა იმ ღრმა პოლარიზაციას, რასაც მრავალი წელია ვხედავთ საქართველოში. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია პოლარიზაციის შემცირებაში, რომელმაც საზოგადოება დაყო და რასაც მოჰყვა დაბნეულობა. ამას სარგებელი მხოლოდ რუსეთისთვის ჰქონდა. ახლა არ არის დრო, რომ საქართველო იყოს დაყოფილი, ახლა დროა რომ ქართველები ერთად დადგნენ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა


close დახურვა